ჟურნალის შესახებ
2022 წლის 24-29 ივლისს თბილისში ჩატარდა კომპარატივისტული ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციის XXIII კონგრესი „ მსოფლიო ლიტერატურის გადააზრება: გლობალური და ლოკალური, ცენტრალური და მარგინალური“. კონგრესში მონაწილეობა მიიღო ათასზე მეტმა მეცნიერმა მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. წინამდებარე გამოცემა წარმოადგენს კონგრესზე წარმოდგენილ მოხსენებათა თეზისების კრებულს.
კრებულში შესულია კომპარატივისტული ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციის XXIII კონგრესში მონაწილე მეცნიერთა მოხსენებების თეზისები. გამომცემელი ორგანიზაცია - კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA). სამეცნიერო სფეროები და მიმართულება: შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა